2020-04-10 10:52:11
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთი ექვსი წლის ბავშვია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტის მოთავსებული, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.​ როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, დაინფიცირებულებიდან ერთი ეროვნული ბანკის კლასტერიდან არის, ორი კი გუშინ ბათუმში დადასტურებული შემთხვევაა.

„ერთი ახალი დაინფიცირებული 30 წლამდე მამაკაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი ორი პაციენტი არის გუშინ ბათუმში დადასტურებული შემთხვევა, 40 წლის ქალი და ექვსი წლის ბავშვი, დედა-შვილი, რომლებიც თბილისში, სწორედ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალის მეუღლეს და კიდევ ერთ შვილს, ისინი ბათუმში, საკარანტინო სივრცეში რჩებიან. სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში 16 ინფიცირებული რჩება, მათგან შვიდი არასრულწლოვანია“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

ამავე თემაზე