2020-04-10 10:35:59
თერჯოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - დაინფიცირების პირველწყარო უცნობია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ღვანკითიდან შუახნის ქალი თერჯოლის თავდაპირველად “ცხელების ცენტრში” შეიყვანეს, საიდანაც დადასტურებული დიაგნოზით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ნაწილი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი.

ქალის დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია. 

ამავე თემაზე