2020-04-10 10:34:31
პატრიარქი ბრძენია, კონსულტაციებით სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ - კობახიძე

ჩვენი ოპონენტები დღევანდელ ვითარებას კიდევ ერთხელ იყენებენ იმისათვის, რომ საკუთარი მტრული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ გამოავლინონ. ეკლესია არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მიზანმიმართულად ებრძვიან ეკლესიას, რაც არის ბუნებრივია დაუშვებელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრება თუ არა, კობახიძემ ასე უპასუხა. „ჩვენ ვართ კონსულტაციების რეჟიმში და ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველაზე სწორი, რაციონალური გადაწყვეტა მოვუძებნოთ ამ საკითხს და პირველ რიგში ამის საფუძველი არის კონსულტაციები, რომელიც ეკლესიის წარმომადგენლებთან წარმოებს. ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. პატრიარქი არის ბრძენი, საპატრიარქოსთან გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და ამის საფუძველზე ყველაზე სწორი გადაწვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამავე თემაზე