2020-04-10 10:33:38
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 52 მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია სამი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 პირი. 

 

ამავე თემაზე