2020-04-10 10:17:20
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 პირი.

ინფორმაციისთვის, 227 ადამიანიდან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

 

ამავე თემაზე