2020-04-10 10:11:31
ვიზუალური მხარე არის მეორეხარისხოვანი - კობახიძე ქართულ პირბადეებზე 

ვიზუალური მხარე არის მეორეხარისხოვანი - ამის შესახებ განცხადება, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში გააკეთა, რითაც ადგილობრივი წარმოების პირბადეებისკენ მიმართული კრიტიკას გამოეხმაურა, თუ "რატომ არაა მოდური". 

"ესაა პირბადეები, რომლებიც სამედიცინო და პრევენციული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. აქ ვიზუალური მხარე არის მეორეხარისხოვანი. თუმცა, ვიზუალურადაც მაქსიმალურად მორგებულია იმ რეალობას, რომელიც სჭირდება ასეთი პირბადის შეკერვას", - თქვა კობახიძემ.

ამავე თემაზე