2020-04-09 17:31:07
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოებას ამ ადამიანის იმედი აქვს - სესიაშვილი ივანიშვილზე

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოებას ამ ადამიანის იმედი აქვს - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას გააკეთა, რითაც  ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას გამმოეხმაურა

"დიდი მადლობა ივანიშვილების ოჯახს ამ მორიგი ქველმოქმედებისთვის. წლების განმავლობაში უანგარო ქველმოქმედება სიახლე არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. თავიდანვე იყო ქართუ ბანკის განაცხადი, რომ ის ეპიდემიის პროცესში მუდმივად იქნება მზაობაში, საჭირო თანხით მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოებას ამ ადამიანის იმედი აქვს" - განაცხადა სესიაშვილმა. 

 

ამავე თემაზე