2020-04-09 13:48:15
ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება - ესპანეთის პრემიერი

ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. 

,,ესპანეთის ბოლო მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემია და ქვეყანა ეპიდემიის დამარცხებას იწყებს. ცეცხლი კონტროლირებადი ხდება. ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. 

მან ქვეყნის მოსახლეობას და ყველა რეგიონს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა დროულად მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა.

ცნობისთვის, ესპანეთში კორონავრუსის 146690 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე ვირუსს ქვეყანაში 14 555 ადამიანი ემსხვერპლა.   

ამავე თემაზე