2020-04-09 12:53:58
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით 88 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 30 ათასს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.   

 

ამავე თემაზე