2020-04-09 11:38:15
პანდემიის გამო ნახევარი მილიარდი ადამიანი შესაძლოა სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს - გაერო

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგი გლობალურად სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობას ნახევარი მილიარდით გაზრდის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემა გაეროს კვლევას ეყრდნობა, რომელიც პანდემიის ფინანსურ და ადამიანურ საფასურს ეხება. ანგარიშის მიხედვით, ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში გლობალური სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის პირველი შემთხვევა იქნება.

პანდემიის დასრულების დროს დედამიწის 7.8-მილიარდიანი მოსახლეობის ნახევარი შესაძლოა სიღარიბეში ცხოვრობდეს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვალების გაბათილება.

სპეციალისტების თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ჯანმრთელობის კრიზისზე რთული იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამას, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბის დასრულებაა.

ამავე თემაზე