2020-04-07 19:22:30
სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწრაფი ტესტირებებით მიაღწია ჩვენზე უკეთეს შედეგს? - არა - ცერცვაძე

სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწრაფი ტესტირებებით მიაღწია ჩვენზე უკეთეს შედეგს? - არა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე ან ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის პრაქტიკა. ნახეთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწრაფი ტესტირებებით მიაღწია ჩვენზე უკეთეს შედეგს? - არა. სომხეთი და აზერბაჯანი კიდევ რას აკეთებს, ღმერთმა იცის. ამ ქვეყნებსაც, ევროპის ქვეყნებსაც, გარდაცვალებაც ჩვენზე მეტი აქვთ, ავადმყოფიც ჩვენზე მეტი ჰყავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრ ტესტირებაში არ არის საქმე, საქმე არის სწორად დაგეგმილ ტესტირებაში და იმაში, რომ ტესტირება ჩაუტარო იმას, ვისთანაც ეს ეფექტურია და საჭირო, და არა ხალხის მოსაჩვენებლად მოაწყო მასობრივი ტესტირება, რომელსაც მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს მცირე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

ამავე თემაზე