2020-04-07 12:43:45
აშშ-მა შესაძლოა ნავთობის მოპოვების მოცულობა შეამციროს

აშშ-ის ხელისუფლება ნავთობის მოპოვების შემცირების ვარიანტებს განიხილავს, თუკი ოპეკი+ ასეთ გადაწყვეტილებამდე მივა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. პირდაპირი ტრანსლაცია თეთრი სახლის Twitter-ის გვერდზე მიმდინარეობდა. 

​ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მოთხოვს თუ არა ვაშინგტონი ნავთობის მწარმოებლებს ნავთობის მოპოვების შემცირებას.

“არ ვიცი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. შესაძლოა ჩვენ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ მივიღოთ”,  განაცხადა ტრამპმა. 

 

ამავე თემაზე