2020-04-07 11:20:18
ამ რეისების დინამიკით ორი თვე ვერ ჩამოვლენ-ბოკერია

ამ რეისების დინამიკით ორი თვე ვერ ჩამოვლენ-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“. 

ბოკერიას თქმით, დაანონსებული რეისებით, ემიგრანტები საქართველოში ძალიან დიდხანს ვერ დაბრუნდებიან.

„პოლიტიკური ნება ჭირდება იმას, რომ ეს რესურსები, ფულადიც და ადმინისტრაციულიც, მიმართო ამ პრობლემისკენ, რომ ამ ხალხს დაბრუნების შანსი მისცე გონივრულ ვადაში. არა ის, რომ ფონდში გადმოგვირიცხე ფული და ჩვენ ამას თვითმფრინავზე დავხარჯავთ. შემდეგ აცხადებ რეისების დინამიკას, რომელიც რომ გათვალო, ჩვენი მონაცემებით იქ რამდენი ადამიანიცაა, ორი თვე ვერ ჩამოვლენ. ეს პინგ-პონგი არაფრის მომცემია. გამოსავალი გვინდა.

თვითმფრინავის ფული აქვს მთავრობას და მათთვის ეს უპრობლემოა. წამოსცდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ინფრასტრუქტურულად არ ვართ მზადო. შეიძლება ჯანდაცვის სისტემას უფრთხილდებიან, მაგრამ ესე თქმა, რომ ჩემს ათასობით მოქალაქეს ჩავტოვებ იქ უსასრულოდ, ეს უკანონოა და ამ ხალხის მიმართ არასწორი მიდგომაა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე