2020-04-06 15:48:56
თბილისის მერმა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს განმარტებები, თუ რატომ ყიდულობს მერია 30 მილიონი ლარის ღირებულების მიკროავტობუსებს შუა კრიზისის დროს - მიქაუტაძე

თბილისის მერმა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს განმარტებები იმის თაობაზე, თუ რატომ ყიდულობს მერია 30 მილიონი ლარის ღირებულების მიკროავტობუსებს შუა კრიზისის დროს - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ გააკეთა. 

,,თბილისის მერმა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს განმარტებები იმის თაობაზე, თუ რატომ ყიდულობს მერია 30 მილიონი ლარის ღირებულების მიკროავტობუსებს შუა კრიზისის დროს. ასეთ რთულ ვითარებაში, სახელმწიფო უწყებები უნდა ერიდებოდნენ იმ ხარჯების გაწევას, რომელიც არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. როგორც ჩანს ეს წესი თბილისის მერიაზე არ ვრცელდება.

ამასთან, ვიცით, რომ მიკროავტობუსების ბიზნესი მონოპოლიზებულია ერთი ბიზნესჯგუფის მიერ, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებებიც აქვს სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ ისმება ბუნებრივი კითხვა, რატომ ყიდულობს ახალ მიკროავტობუსებს მერია და არა თავად ეს კომპანია, რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული ამ სფეროში. ჩვენ კრიზისთან დაკავშირებით გამოვაცხადეთ მორატორიუმი ხელისუფლების კრიტიკაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს თვალი დავხუჭოთ ქმედებებზე, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად, შეიძლება შეიცავდეს კორუფციულ რისკებს. ამიტომ ვითხოვთ სასწრაფო განმარტებებს’’ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ .

ამავე თემაზე