2020-04-06 13:37:14
„ჩვენ ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს“-ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხედავდა იმედის ნაპერწკალს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საქვეყნო ბრძოლაში იმ ფონზე, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის უწყების წარმომადგენლები უკიდურესად მუქ ფერებში ხედავენ პანდემიის გავლენას.

5 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. მაგრამ მოგვიანებით შეარბილა შეფასება და დასძინა, რომ ვითარება ახალ ინფექციასთან დაკავშირებით ქვეყანაში „გამოსწორდება“ მათ შორის ყველაზე პრობლემატურ შტატებში.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ი წინ წავიდა კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებაში, თუმცა არ წარმოუდგენია არანაირი კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულება. „ჩვენ ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 5 აპრილს, კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობაზე თავისი ყოველდღიური მიმართვის დროს.

 

"რადიო თავისუფლება" 

ამავე თემაზე