2020-04-06 12:09:00
დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც საქართველოშია დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში-გახარია 

ერთ-ერთ ანგარიშში OECD-მ წარმოადგინა დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც  საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას. 

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს წარმატებები დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ანგარიშში OECD-მ წარმოადგინა დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ განათლების სამინისტროს. საერთოდ, ხაზგასმით გამოყოფილი იყო “ტელესკოლის” პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ და ეს არ მოგვიწიოს. ესეც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე