2020-04-05 13:04:12
ონის მერმა თანამდებობა დატოვა- რატომ გადადგა გომელაურის მოადგილის მამა

"პირველი რადიოს" ინფორმაციით ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, დიმიტრი საყვარელიძემ თანამდებობები დატოვეს.

როგორც ონის მუნიციპალიტეტში, თანამდებობის დატოვების ოფიციალურ მიზეზს ასახელებენ, ეს პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.

"პირველი რადიოს" არაოფიციალური ინფორმაციით კი, საბანაძის თანამდებობიდან წასვლა მის ოჯახთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ემზარ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის მამაა. 

ამავე თემაზე