2020-04-03 17:15:54
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1576 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1576 ლარი ეღირება, ევრო – 3.4134 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8782 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1813 ლარი ღირდა, ევრო – 3.4778 ლარი, ფუნტი – 3.9629 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 აპრილს ამოქმედდება.

ამავე თემაზე