2020-04-03 13:01:21
კომპანიას, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა ექნება საშუალება გააგრძელოს ფუნქციონირება-გახარია

კომპანიას, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა ექნება საშუალება გააგრძელოს ფუნქციონირება- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ონლაინ მაღაზიების სერვისის განვითარებას მიესალმება.

"მაგრამ აქ არის ძალიან მარტივი მოთხოვნა — დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც გვიდგენს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა ექნება საშუალება, რომ გააგრძელოს ფუნქციონირება", — თქვა მან.

გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა ახლა ორ ფრონტზე იბრძვის: მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მისი თქმით, "ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი". 

ამავე თემაზე