2020-04-03 12:55:17
პოსტკრიზისული ეტაპისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემები ამუშავდება-გახარია 

მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 

გახარიას თქმით, დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზეა საუბარი.

"აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ", — აღნიშნა პრემიერმა. 

ამავე თემაზე