2020-04-03 12:02:53
მარტში ინფლაციამ 6.1% შეადგინა

საქსტატმა დღეს 2020 წლის მარტის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში წლიური ინფლაცია (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება წინა წელთან მიმართებით) 6.1%-ს შეადგენდა. ცალკეული ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ფასი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა, სადაც ფასების მატება 13.4%-ს შეადგენს. ცალკეული სექტორების მიხედვით, ფასების ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (29.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9.1 პროცენტი), თევზეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.4 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა საზოგადოებრივ კვებაზე (10.3 პროცენტი), ამასთან, ფასები შემცირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (-2.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.7 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (6.5 პროცენტი).

ამავე თემაზე