2020-04-03 10:44:04
ოპონენტების მხრიდან შეკითხვა - სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, - ცინიკური და ფარისევლურია - თალაკვაძე

ოპონენტების მხრიდან შეკითხვა - სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, - ცინიკური და ფარისევლურია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს. 

,,ბიძინა ივანიშვილი და ფონდი “ქართუ” ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას. ფონდი “ქართუს” განცხადება, რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსებაში დაეხმარება - უპრეცედენტოა. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში, ოპონენტების მხრიდან შეკითხვა - სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, - ცინიკური და ფარისევლურია.

სხვათაშორის, ამ კითხვას იგივე ადამიანები სვამენ, რომლებიც წინა თვეებში  ამბობდნენ, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესში. თუ შევხედავთ ობიექტურ რეალობას, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აჩვენა მთელ საზოგადოებას, რომ საქართველოს ყავს ქმედითი ხელისუფლება და აქვს ეფექტური პოლიტიკური მენეჯმენტი. ეს პოლიტიკური მენეჯმენტი არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შექმნილია",- განაცხადა ტალაკავაძემ ,,იმედის" ეთერში. 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთვევების გამოვლენის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საჯრო განცხადება არ გაუკეთებია.  

ამავე თემაზე