2020-04-02 19:16:50
ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველო" უკვე 3 კვირაა ეხმარება 350 ოჯახს, ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, "ქართული ოცნების" ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველო" უკვე სამი კვირაა ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, , საუბარია 350 ოჯახზე,  კერძოდ კი მოხუცებს და მათთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სახლში მიაქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროექტში ჩართულები არიან მოხალისეები და თანხებს ევროპული საქართველოს დეპუტატები საკუთარი ხელფასებიდან იღებენ. მისივე თქმით, ამ პროგრამის საფასური კვირაში 10-12 ათასი ლარია. 

"ოღონდ ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე. ამიტომ, ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდით დგომა საჭიროებს კონკრეტულ პროგრამებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, ასეთ ნაბიჯებს ევროპული საქართველო დგამდა და მომავალშიც კრიზისის ამოწურვამდე დავეხმარებით ამ ოჯახებს ჩვენი სახსრებით. პარლამენტის წევრებიც დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში," - ამბობს ბაქრაძე.

ამავე თემაზე