2020-04-02 18:22:55
რუსული „ურალსის“ ბარელი ნავთობის ღირებულება 10 დოლარამდე დაეცა

რუსული ნავთობის, „ურალსის“ ღირებულება 10 დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „არგუს მედია“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ აპრილს ბარელი რუსული ნავთობი „ურალსი“ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 10,54 დოლარი ღირდა. ასეთი იაფი „ურალსი“ ბოლოს 1999 წელს იყო.

როგორც რუსული მედია იუწყება, ნავთობ „ურალსის“ ღირებულება რუსეთის მთავრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, ამ ტიპის ნავთობის საშუალო ღურებულებად 42,4 დოლარი განისაზღვრა.

რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა 12 მარტს განაცხდა, რომ თუ ნავთობის ღირებულება 35 დოლარი იქნება, მაშინ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს არ გაიზრდება და რუსეთში რეცესიაა მოსალოდნელი. რუსეთის ხელისუფლებამ კუდრინის პროგნოზს პესიმისტური უწოდა.

ამავე თემაზე