2020-04-02 17:51:56
საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში-კობახიძე

საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში-განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. 

“ამ ვითარების მართვის შემადგენელი ნაწილი არის კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე, ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის”, – განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე