2020-04-02 17:48:43
თქვენ რომ გესროლოთ და თქვენ სროლით მიპასუხოთ, არავინ უნდა დაგაკავოთ - კობახიძე მკოიანზე

თქვენ რომ გესროლოთ და თქვენ სროლით მიპასუხოთ, არავინ უნდა დაგაკავოთ - პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი თანაგუნდელი და პარლამენტის წევრი, ენზელ მკოიანი მის სახლთან სროლის დროს თავს იცავდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. 

"მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ, ეს არის არაშერჩევითი სამართალი", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

როგორც კობახიძე ამბობს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ენზელ მკოიანის მიმართულებით ისვრის და ეს უკანასკნელი თავდაცვის მიზნით მას, ასევე, სროლით პასუხობს.

"პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სამველ პეტროსიანია, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. აქ არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ" - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე