2020-04-02 17:31:44
ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრელებს საქმეს. აი ასეთი მთავრობები ჰყოლია "ქართულ ოცნებას" - წულუკიანი

ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრელებს საქმეს. აი ასეთი მთავრობები ჰყოლია "ქართულ ოცნებას" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა, 31 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საუბრისას განაცხადა.

„ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრელებს საქმეს. აი ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას და ხანდახან გავბრაზებულვარ კიდეც, რომ კი ბატონო, ეს ბუზია და მიბწკინა, მაგრამ ხომ უნდა გქონდეს უფრო ადეკვატური რეაგირება“, - აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მთავრობები ყოველთვის გუნდური პრინციპით მუშაობდნენ.

„ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი, როცა მან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები შემოიკრიბა, იყო ის, რომ გუნდურობა იყო მთავარი. გუნდურობა მარტო იმას არ გულისხმობს, რომ ერთი და იგივე გუნდის წევრები ერთმანეთისადმი პატივისცემის და კოლეგიალობის ნიშნით მოქმედებდნენ, გუნდურობა იმასაც გულისხმობს, რომ ერთი აზრი, ვინმეს აზრი არ იყოს მიღებული როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება და არსებობდეს სადისკუსიო სივრცე. ჩემთვისაც რთული იქნებოდა ისეთი გუნდის პირობებში მუშაობა, რომელიც წინა პლანზე ვერ ახერხებს დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესი. ეს ყოველთვის იყო ჩვენი დისკურსის ნაწილი, შეიძლება მე ვფიქრობდე ასე, სხვა ფიქრობდეს სხვანაირად, მაგრამ როდესაც გაქვს სახელმძღვანელო, რაც არის ინტერესი ხალხის, რომლის ხელისუფლებაც ხარ, იქ უფრო ადვილია დისკუსიის შედეგად გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე