2020-04-02 13:59:04
Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 27 აშშ დოლარს გადააჭარბა

Brent-ის მარკის ნავთობის უახლოესი ფიუჩერსების ფასი 9,57%-ით გაიზარდა და ბარელზე 27,36 აშშ დოლარი შეადგინა. ამაზე ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ს მონაცემები მოწმობს.

ბაზარზე სიტუაციის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო სიახლემ იმის შესახებ, რომ აშშ რუსეთს, საუდის არაბეთსა და ნედლი ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ იმუშაონ ერთობლივად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელის, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი, უახლოესი დღეების განმავლობაში შეთანხმდებიან ნავთობის რეგულარული მოპოვების პირობებზე, რათა წერტილი დაესვას ფასების ომს.

გარდა ამისა, აშშ გაკოტრდა ფიქლის ნავთობის მომპოვებელი მსხვილი კომპანია Whiting Petroleum. აშშ-ის ბანკებს მოუწევთ, გაზარდონ რეზერვები ნავთობის ინდუსტრიაში სესხებზე პოტენციური ზარალის შესახებ. ამან კი შესაძლოა მოახდინოს მთავრობის სტიმულირება, რომ სწრაფად მოილაპარაკონ ნავთობის ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"აპრესი

ამავე თემაზე