2020-04-02 12:55:46
ამჯერადაც იქ გაიჭედეთ სადაც ცოტა მეტი ფიქრი და ანალიზი დაგჭირდათ, სადაც ამდენი წელია გიჭირთ და დღე პირველიდან ვერ შეგასმინეთ - ხიდაშელი

ამჯერადაც იქ გაიჭედეთ სადაც ცოტა მეტი ფიქრი და ანალიზი დაგჭირდათ, სადაც ამდენი წელია გიჭირთ და დღე პირველიდან ვერ შეგასმინეთ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი Facebook-ში წერს. 

“ხელისუფლება კრიზისს ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ნორმალურად უმკლავდებოდა, მათ შორის იმიტომ, რომ 1. პასუხისმგებლობა, პასუხის გაცემა მთლიანად მედიკოსებს გადააბარა, და 2. კომუნიკაციისთვის ზუსტად და სწორედ შერჩეული ადამიანებით მუშაობდა დღემდე. როგორც კი მათი ჯერი დადგა შეცდომების დაშვება დაიწყო რაც ასევე ნორმალურია სწრაფად რეაგირების თუ არ შეეშინდება და სწრაფად თუ გამოასწორებს:
— არ არის საჭირო ეს გაძალიანება და შეცდომაში გაჯიუტება:

1. სისულელეა ოჯახის წევრების მანქანით გადაადგილების 3 კაცით შეზღუდვა – ადამიანების ნაწილი უკეთესი იზოლაციის პირობებს სოფლად შეიქმნის და მიეცით ამის საშუალება;

2. სისულელეა მოტანის სერვისის საკვები პროდუქტებით შემოსაზღვრა. ეხლა როცა სახლში ვართ ასი ათასი გადადებული საქმის კეთების შანსი გვაქვს და მოგვეცით საშუალება რომ არ გავგიჟდეთ – ჩვენ მაგალითად ხერხი-დრელე-ჩაქუჩების ყიდვა გვინდა და დავივლიდით სახლის კუთხე-კუნჭულს და გავატარებდით ამ კარანტინს კაკუნით მოგვეცით ამის უფლება 

3. ამჯერადაც იქ გაიჭედეთ სადაც ცოტა მეტი ფიქრი და ანალიზი დაგჭირდათ, სადაც ამდენი წელია გიჭირთ და დღე პირველიდან ვერ შეგასმინეთ. მაგრამ ეხლა როდესაც სერიზული ეკონომიკური კოლაფსი პრაქტიკულად გარდაუვალია ყოველი ლარი ოქროს ფასია, ხოდა ეს აქტი რომელიც ვიცი იმათ დასახმარებლად გინდოდათ ვისაც დახმარება ჭირდება სინამდვილეში უფრო მეტად იმათ დაეხმარება ვისაც 3-4 სახლი აქვს, ამის გამო მცირე მოხმარება აქვს მეორე და მესამე ბინებში, სულ არ აქვს გადახის პრობლემა.

აკი თქვით კიდეც მილიონ ორასი ათასი ოჯახიო და ეს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე თითქმის ყველას უნდა ნიშნავდეს. არადა ხომ ვიცით რომ ასე არ არის. ხოდა შეგრჩებათ გაპიარებული რიცხვები და რეალური მოსახლეობის დიდი ნაწილი გაბრაზებული. არჩევანის ზღვარზე მყოფი ხალხი, რომელიც ვერ წყვეტს ერთი ნათურით მეტი აანთოს თუ საჭირო წამალი იყიდოს, ისევ დახმარების მიღმა დაგრჩებათ.

4. სისულელეა ეს ეკონომიკირი საქმიანობების ჩამონათვალი, იმიტომ რომ თუ უკონტაქტოდ ვაკეთებ რა ხელი გაქვთ ან რა ინტერესი რომ ზღუდავთ სრულიად გაუგებარია.

მე რომ ეხლა ონლაინ პროგრამებია გაყიდვა დავიწყო იმიტომ რომ დადგენილებაში არ წერია უკანონო საქმიანობაა და უნდა დამსაჯოთ? იმედია სწრაფად მიხვდებით რომ დღეს არასოწრად დახარჯული ყოველი ლარი კორონათო დასნეულებაზე უფრო ძვირი დაგვიჯდება ქვეყანას და თან ძალიან გრძელვადიანი და ცუდი ეფექტი ექნება. დღეს, ძალიან მინდა რომ უშეცდომოთ და უდანაკარგოთ გაიაროთ ეს გზა. დღეს თქვენი გულშემატკივარი ვარ ვინაიდან მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია დღეს მოსახლეობის ეფექტური და ქმედითი დახმარება”, – წერს თინა ხიდაშელი.

ამავე თემაზე