2020-04-02 11:59:31
მცირე და დიდი ბიზნესების განსხვავება არასწორია, თანაბრად უნდა მოხდეს ყველას დახმარება - "საქართველოს ბიზნესასოციაცია"

მცირე და დიდი ბიზნესების განსხვავება არასწორია, თანაბრად უნდა მოხდეს ყველას დახმარება - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

“საუბარი, რომ დაზიანდა მცირე ბიზნესი და დიდი ბიზნესი - არა, არასწორია. მათ არანაკლები ზიანი მიიღეს და მათი ზიანი გაცილებით საგრძნობი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. დიდი კომპანიები თუ "აფეთქდებიან", ეს ყველაფერი ხვალ ცუდად აისახება მთლიანად საფინანსო სექტორზე და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ამ კრიზისში მათი ჩათრევა რას გამოიწვევს. მცირე და დიდი ბიზნესების განსხვავება არასწორია, თანაბრად უნდა მოხდეს ყველას დახმარება. დიდ ბიზნესს დასაქმებული ჰყავს ჩვენი დასაქმებულების 70% და მათი მიტოვება და თქმა, რომ “თქვენ თქვენით გადარჩით”, არასწორია. შეიძლება ამან მეტი ზიანი მოგვიტანოს”, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

 

ამავე თემაზე