2020-04-02 10:37:24
გარდა იმისა, რომ ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით - გახარია

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ჩვენ ამ ბრძოლაში გარდა იმისა, რომ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით და ამ ბრძოლაში, ამ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით უნდა შევძლოთ შემდგომ უკვე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი განვითარება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ  ჩვენ ამას ჩავთვლით, როგორც სახელმწიფოს, მთავრობის, მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის სექტორის ან ცალკეული ადამიანების პრობლემად, ამ გამოწვევას ვერ ვუპასუხებთ.

„ყველას ხომ კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ხვალინდელი დღე პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ ეფექტურად გავართმევთ ჩვენ ამ ბრძოლას თავს. ეჭვი ხომ არავის გვეპარება უკვე, რომ ეს არ არის რიგითი გამოწვევა, ეს ბრძოლაა. ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ პრობლემას მიუდგა როგორც ბრძოლას, ეს არის უმსხვილესი სისტემური ქვეყნები, მათ წარმატების შანსი აქვთ. როგორც კი ჩვენ ამას ჩავთვლით, როგორც სახელმწიფოს, მთავრობის მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის სექტორის ან ცალკეული ადამიანების პრობლემად, ჩვენ ამ გამოწვევას ვერ ვუპასუხებთ. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ჩვენ ამ ბრძოლაში, გარდა იმისა, რომ უნდა გავიმარჯვოთ, ამ ბრძოლაში უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით და ამ ბრძოლაში, ამ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით უნდა შევძლოთ შემდგომ უკვე პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, არ შეიძლება ისე გავიმარჯვოთ ვირუსზე, რომ ეკონომიკიდან მხოლოდ ნანგრევები დარჩეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და გავუფრთხილდეთ ამასთან ერთად ეკონომიკას. ხომ არ შეიძლება, ისე გავიმარჯვოთ ვირუსზე, რომ ნანგრევები დაგვრჩეს ეკონომიკიდან. ეს უკვე სხვა განზომილებაა, სხვა პრობლემებია, სხვა ბრძოლები უნდა დავიწყოთ. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს და ამიტომ ვეცდებით არა უპასუხისმგებლოდ, კონკრეტულ ადამიანებს დავპირდეთ რაღაც კონკრეტულ დაუსაბუთებელ თანხებს, არა, ჩვენ მათ ვპირდებით იმ მინიმუმს, რაც აუცილებელი, რათ ამ ბრძოლაში ყველამ ერთად გავიმარჯვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.   

 

ამავე თემაზე