2020-04-01 20:06:05
დისტანციური გაყიდვები არ უნდა შეიზღუდოს - მიქაუტაძე

დისტანციური გაყიდვები არ უნდა შეიზღუდოს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

"გასაგებია მთავრობის გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდოს მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა გაუმართლებელია online-მაღაზიების საქმიანობის აკრძალვა. ყველა კომპანიას, რომელსაც ამის შესაძლებლობა გააჩნია, მომსახურების დისტანციურად გაწევის სრული უფლება უნდა მიეცეს. სტანდარტული რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ასეთი საქმიანობა არ წარმოადგენს საფრთხეს და მისი შეზღუდვა აზრს მოკლებულია. არ დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესი დღეს იმყოფება ურთულეს მდგომარეობაში და ის არ უნდა შევაფერხოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობასაც ჰქონდეს მთელი რიგი პროდუქტების სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობა და ხელი არ შევუწყოთ შავი ბაზრის შექმნას," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე