2020-04-01 19:08:39
ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს - სააკაშვილი

ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში გააკეთა.

„საქართველოს მთავრობას! ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები იაფად გაიყიდებოდა. მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა. დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?!

გუშინ, 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული „სკაიაპის“, რომელსაც უნდა წამოეყვანა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი 190-მდე ჩვენი თანამემამულე უფასოდ. საერთოდ, მზად ვართ, თვითმფრინავებით ევროპიდან ჩამოვიყვანოთ 5 ათასი ადამიანი, მოველაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი დაგიჯდებათ, პირდაპირ აეროპორტიდან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მივიყვანთ სასტუმროებში და იქ იქნებიან ორი კვირა, რომ საფრთხე არავის შეუქმნან. ეს ხალხი გაუსაძლის პირობებშია, საჭმლის ფული არ აქვთ, ქუჩაში არიან გამოყრილები, ეს ელემენტარულად საკუთარი ქვეყნის პატივისცემაა.ასე არ შეიძლება, საკუთარ ხალხს მოექცეთ. რეისების შეთავაზება ძალაშია. თქვენი არაფერი გვინდა, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა. მინდა მივმართო ემიგრანტებს, გამოაფხიზლეთ ეს მთავრობა, გაუგზავნეთ წერილები, მოსთხოვეთ საელჩოებს, დაუშვან რეისები, უფასოდ მიგვყავხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი „ხუშტურების“ გამო, გახარიას ამის უფლებას არ აძლევს. მოვხსნათ ეს საკითხი და ყველაფერი გამოგვივა“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ამავე თემაზე