2020-04-01 16:38:03
კარგია, რომ კომუნალურების სუბსიდირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებზეც დაიწყეს ფიქრი-ვაშაძე

პარტია „ახალ საქართველოში“ მთავრობის მომავალ ნაბიჯებს ელოდებიან - პარტიაში დადებითად აფასებენ ხელისუფლების მხრიდან კომუნალური გადასახადების გადახდის საკითხს და ამბობენ, რომ ახლა უმუშევრად და უხელფასოდ დარჩენილ მოსახლეობაზე ფიქრიცაა საჭირო.

„კარგია, რომ კომუნალურების სუბსიდირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებზეც დაიწყეს ფიქრი. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით და ველოდებით შემდეგ ნაბიჯებსაც. ფულის ხარჯვაში პირველად გავიგეთ ნორმალური გზავნილი მთავრობის მხრიდან", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის,მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან.აღნიშნულ თანხას მთავრობა ბიუჯეტიდან დაფარავს.

ამავე თემაზე