2020-04-01 16:27:54
ოპოზიციამაც ითამაშა თავისი როლი და უბიძგა ხელისუფლებას სწორი მიმართულებით-გოცირიძე

ოპოზიციამაც ითამაშა თავისი როლი და უბიძგა ხელისუფლებას სწორი მიმართულებით-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში.

გოცირიძის თქმით, პაკეტი ბუნდოვანია და გაუგებარია, რომელ მიზნობრივ ჯგუფებს ეხმარება მთავრობა. მისივე თქმით, უფულობის პერიოდში საკვების შეძენა მოსახლეობის დიდი პრობლემა გახდება.

„პირველი ნაბიჯების გადადგმა კარგია. კომუნალურები არაა საკმარისი, მაგრამ ოპოზიციამაც ითამაშა თავისი როლი და უბიძგა ხელისუფლებას სწორი მიმართულებით, ორი მილიარდი რომ იხარჯება, ეს უნდა ვნახოთ კონკრეტულ პროგრამებში და მიზნობრივ დახმარებებში, განსაკუთრებით სასურსათო პრობლემების მხრივ", - ამბობს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის,მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან.აღნიშნულ თანხას მთავრობა ბიუჯეტიდან დაფარავს.

ამავე თემაზე