2020-04-01 16:24:31
საჭიროა სახელფასო კომპენსაციების გაცემა, ერთჯერადი დახმარებები და საპენსიო შენატანების შეწყვეტა--ბაქრაძე

საჭიროა სახელფასო კომპენსაციების გაცემა, ერთჯერადი დახმარებები და საპენსიო შენატანების შეწყვეტა-აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისთვის კომუნალურების გადახდა სწორი ნაბიჯია, თუმცა კიდევ მეტია საჭირო.

„კომუნალურების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გვიან, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო ინიციატივებზე საუბარი. ეს არასაკმარისია. საჭიროა სახელფასო კომპენსაციების გაცემა, ერთჯერადი დახმარებები და საპენსიო შენატანების შეწყვეტა, ასევე გადასახადების შეწყვეტა", - ამბობს დავით ბაქრაძე.

ცნობისთვის,მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან.აღნიშნულ თანხას მთავრობა ბიუჯეტიდან დაფარავს. 

ამავე თემაზე