2020-04-01 16:01:39
გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა.

მას პოლიციელიელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის მიმდინარეობის დროს პატრულის თანამშრომელმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოსთხოვა, რაზეც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ უპასუხა, რომ მანქანაში ჰქონდა.

ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წულაიას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ წულაიამ სამართალდამცვებს მიმართა სიტყვებით  –  „დედას გიტირებთ“.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანადავმჯდომარე სავალუტო ჯიხურების დროებით დახურვას აპროტესტებდა.

 

 

ფოტო:ფორმულა

ამავე თემაზე