2020-04-01 13:05:46
პრემიერი სამინისტროებს ბიუჯეტის მაქსიმალურად რაციონალურად ხარჯვისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დღეს მუშაობს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მლრდ ლარს დახარჯავს.

„საბოლოო ჯამში ყველას გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი იყოს მინიმალური და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. მინდა თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც ითვალისწინებს ასევე კრიზისული ბიუჯეტი და აქ ასობით მილიონზეა საუბარი. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი გამოწვევა მდგომარეობს შემდგომში, რომ რთულია კონკრეტული და ძალზედ მაღალი ხარისხის პროგნოზების გაკეთება. ამიტომ, ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახლდეთ რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტის და ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში და ასევე, ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე