2020-04-01 11:01:35
ხალხმრავალი მრევლის წინაშე ქადაგებისთვის პოლიციამ ფლორიდელი პასტორი დააკავა ​

ფლორიდის პოლიციის შერიფის თანაშეწმეებმა დააპატიმრეს ევანგელისტი პასტორი, როდნი ჰოვარდ-ბრაუნი, რომელიც პოლიციის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძობდა ქადაგებას ხალხმრავალი მრევლის წინაშე და აცხადებდა, რომ არ დაკეტავდა ქალაქ ტამპაში მდებარე "მეგაეკლესიის" კარებს, ბოლო ჟამის დადგომამდე.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ თანახმად, პასტორ ჰოვარდ-ბრაუნს ბრალი ედება საგანგებო ჯანდაცვის წესების დარღვევისა და უკანონო შეკრების ორგანიზებისთვის.

ფლორიდის შტატის სამედიცინო დეპარტამენტის ცნობით, ამ დრომდე შტატში 5200 ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი. სულ მცირე 63 პაციენტი გარდაიცვალა.

პოლიციამ ურჩი პასტორი ჰოვარდ-ბრაუნი ერნანდოს ოლქში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში დააპატიმრა.

ამავე თემაზე