2020-03-31 20:02:12
31 მარტის მონაცემებით, რუსული ნავთობი მაზუთზე იაფი ღირს

რუსული წარმოების ყველაზე მოთხოვნადი, URALS-ის მარკის ნავთობის ფასი 31 მარტს 13 დოლარამდე დაეცა, ეს 1999 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნეს გამოცემა Argus Media ავრცელებს. 

მოთხოვნის შემცირების ფონზე, იზრდება ფასდაკლებები, რომელსაც მწარმოებლები შემკვეთებს სთავაზობენ. ამ დროისთვის ფასდაკლება ბარელზე 2,5 დოლარს შეადგენს. პარასკევთან შედარებით რუსული ნავთობის ფასი 20%-ით არის შემცირებული. 

ამგვარად, დღევანდელი მონაცემებით, რუსული წარმოების ნავთობი მაზუთზე იაფი ღირს. შედარებისთვის მაზუთის ფასი ამ დროისთვის 14 დოლარია. ეს ბოლო ათწლეულების სულ მეორე შემთხვევაა, როდესაც ნავთობი მაზუთზე იაფი ღირს. 

მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის და ფასის გამო, 30 მარტიდან რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე უარყოფითი უკუგება ფიქსირდება - ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გასაყიდი ფასია.

 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე