2020-03-31 18:22:48
გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კლებისკენ გადაიხედება-მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კლებისკენ გადაიხედება. როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზს გლობალური ეკონომიკური ზრდის შესახებ.

მალპასი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.5%-მდე შემცირდება.

„ამ ეტაპზე ვერავინ შეძლებს დანამდვილებით ივარაუდოს პანდემიის სრული გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დაავადება. ასევე, მნიშვნელოვანია რამდენად შეძლებენ ქვეყნები ამ დაავადებას მისცენ მობილიზებული, კოორდინირებული, სწრაფი, საპასუხო პოლიტიკა. რაც ახალა შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ასეთი დაბალი გლობალური ეკონომიკური ზრდა 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.

მსოფლიო ბანკი ასევე პროგნოზირებს, რომ განვითარებადი აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2.1%-მდე შემცირდება, ნაცვლად 5.8%-იანი ეკონომიკური ზრდისა, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა.

 

 

bm.ge

ამავე თემაზე