2020-03-31 15:34:41
ყველაფერი გააჩერეს და მთავრობა რატომ არის იგივე ზომის? - ჯაფარიძე

ყველაფერი გააჩერეს და მთავრობა რატომ არის იგივე ზომის? ხელფასებს მაინც რატომ არ იმცირებენ? – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში წერს.

“ყველაფერი გააჩერეს და მთავრობა რატომ არის იგივე ზომის? ჯანდაცვა, პოლიცია, ჯარი ოკ, მაგრამ დანარჩენები რატომ არ იხურებიან? კერძო სექტორში დასაქმებულების უსამსახუროდ და უშემოსავლოდ დატოვება თუ ასე მარტივია, საჯარო სექტორი რატომ არ მცირდება?

აი რას აკეთებს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო? რატომ არ იკეტება? ეკონომიკის?

განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ა.შ.? ხარჯებს, მათ შორის ხელფასებს მაინც რატომ არ იმცირებენ? სახლებში არ ზიან? თუ ისეთი კვალიფიციური კადრები ჰყავთ, რომ თუ გაუშვეს ვეღარ მოძებნიან ეგეთებს? თუ ჩვენ ვართ სი…ები და რა ენაღვლებათ, ჭამენ?” – წერს ჯაფარიძე.

ამავე თემაზე