2020-03-31 15:12:53
ამ სიტუაციაში "კლანის" წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა არის უღირსი საქციელი - კანდელაკი

ამ სიტუაციაში "კლანის" წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა არის უღირსი საქციელი, - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა.

"მაშინ როდესაც, მთელი საზოგადოება გვერდით ვუდგავართ ჩვენს სამედიცინო მუშაკებს, ამ ექსტრაორდინალურ ვითარებაში და ვზიდავთ ამ ტვირთს, ამ ფონზე, ასე მალულად, ქურდულად, კლანის წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოში არის უღირსი საქციელი, საგანგებო მდგომარეობის სულისკვეთების დარღვევა და მთლიანად საზოგადოების უპატივცემულობა," - განაცხადა კანდელაკმა.

ამავე თემაზე