2020-03-31 14:23:09
მორწმუნეების უფლებაა, თავიანთი მრწამსი ჰქონდეთ, რომელსაც ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ქმედება არის სხვა ამბავი-ბოკერია

მორწმუნეების უფლებაა, თავიანთი მრწამსი ჰქონდეთ, რომელსაც ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ქმედება არის სხვა ამბავი-განაცხადა, “ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, სადაც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

“დაწყებული პენსიონერების რიგებით, გაგრძელებული, მარნეულში, მერიასთან რაც ვნახეთ, სადაც ვითარება იყო ყველანაირი სტანდარტის დარღვევით და რა თქმა უნდა, სასულიერო პირების და მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ ძალიან უცნაური რამ -კომპრომისი უნდა ვიპოვოთო და კომპრომისს ეპიდემიასთან, პანდემიასთან, ვირუსთან და სიცოცხლის საფრთხესთან  ვერ იპოვი. ეს გაუგონარი დამოკიდებულებაა. რელიგიურ ორგანიზაციას ძალიან დიდი ქსელი აქვს, ეს გასაგებია და ნორმალურია. მორწმუნეების უფლებაა, რომ მათ თავიანთი მრწამსი ჰქონდეთ, რომელსაც ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ქმედება არის სხვა ამბავი. ქმედება, სადაც ყველანაირი საღი აზრის ფარგლებში, რისკი იზრდება ერთი ასჯერ, ვგულისხმობ ერთი კოვზით ზიარებას თუ ფიზიკური თავშეყრის ადგილს. ამაზე, რომ თვალს ხუჭავ და მერე ამკაცრებ სხვებისთვის, არის არა მხოლოდ უსამართლო, პრაქტიკული შედეგი, რისთვისაც შემოგაქვს, იმის ეფექტს ამცირებ დრამატულად. რა გამოდის, კანონმორჩილი მოქალაქე უნდა დაზარლდეს ამ დროს სამართლიანი შეზღუდვებით, სხვა ნებისმიერი ჯგუფი დაარღვევს ამ წესრიგს და მივიღებთ რა შედეგს? ეს არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა. როგორც მოქალაქეს, იმედი მაქვს, რომ რამე შეიცვლება, თუმცა ამ იმედის დიდი საფუძველი პრემიერ-მინისტრს დღეს არ მოუცია” -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე