2020-03-31 14:00:10
"შემოვლით გზებს სრულად ვაკონტროლებთ" - ბრიფინგი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან

,,როგორც ცენტრალური, ისე შემოვლითი გზების ეფექტური კონტროლი ხორციელდება. იქ არის ჩვენი საპატრულო ჯგუფი. მათ შორის, ტინისხიდის მონაკვეთზე,"-განაცხადა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკმარისია ის საკარანტინო პუნქტები, რომელიც ქალაქ გორის შესასვლელ-გასასვლელებშია დამონტაჟებულია. კითხვაზე, კონტროლდება თუ არა ის გზები, რომელიც ქალაქისთვის შემოვლით გზას წარმოადგენს, პოლიციის უფროსის მოადგილე ირწმუნება, რომ შემოვლით გზებს მობილური ჯგუფები აკონტროლებენ.

,,ასევე, ვაკონტროლებთ საგანგებო რეჟიმის წესის მიხედვით, ტაქსებს. მათ, კომენდანტის საათამდე, შეუძლიათ გადაადგილება, ოღონდ მანქანაში არ უნდა იყოს ორ მგზავრზე მეტი. ისიც უნდა იყვნენ უკანა სავარძელში" - აცხადებს პოლიციის უფროსის მოადგილე.

აღსანიაშნავია, რომ ცერცვაძემ დარღვევების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხი არ გასცა.

,,გორში დამატებითი საგუშაგო გაიხსნა არ იგეგმება. მოსახლეობას ვურჩევ დარჩეს სახლში." - აღნიშნა ცერცვაძემ.

"ქართლი.ჯი"

ამავე თემაზე