2020-03-31 13:32:47
ჩვენ მაინც არ მიგვაჩნია, რომ ტესტების ასეთი ფართო ხელმისაწვდომობა უნდა წახალისდეს-გაბუნია

გარკვეული ტესტების რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ხვალ ეს ტესტები ან კერძო, ან სახელმწიფო სექტორში იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

“სააგენტომ დაუშვა გარკვეული ტესტების რეგისტრაცია. გარკვეული ტესტების რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ხვალ ეს ტესტები ან კერძო, ან სახელმწიფო სექტორში იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი. ის მიმწოდებლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ ტესტების რეგისტრაციით, ასევე აქვთ ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს შესთავაზონ ის პროდუქტი, რასაც ისინი სთავაზობენ კერძო სექტორს. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც არ მიგვაჩნია, რომ ტესტების ასეთი ფართო ხელმისაწვდომობა უნდა წახალისდეს, ამიტომ ის ალგორითმი, რომელიც მომზადდება სამინისტროს მიერ, მკაფიოდ განსაზღვრას, რა შემთხვევაში და ვის აქვს ტესტირების უფლება ხარისხის კონტროლის მექანიზმის ჩათვლით, რადგან ყველა სწრაფ ტესტს აქვს გარკვეული ლიმიტაცია სენსიტიურობასთან დაკავშირებით, ანუ აქ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ დადებითი პასუხი არის დადებითი პასუხი. ამას სჭირდება გადამოწმება, რისთვის PSR ტესტირება კვლავაც რჩება აუცილებელი პირობა. რაც შეეხება კერძო კლინიკების ინტერესთა შესყიდვებს კერძო კომპანიებისგან, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ყველა კლინიკა იქნება ვალდებული, ამის შესახებ აცნობოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რათა ერთიან სქემაში მოხდეს მათი პასუხების ანალიზი, ანგარიშგება და ამ ტესტების შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, იმისთვის, რომ ეპიდემიის მართვა იყოს ადეკვატური. ამ შემთხვევაში ცალსახად მიუღებელია ტესტირების შესაძლებლობის პირდაპირი რეკლამირება მოქალაქეებთან, პაციენტებთნ, რომლებიც არ არიან სათანადო კომპეტენციით აღჭურვილები იმისთვის, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად საჭიროა მათთვის ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ეს ტესტირება და როგორ მოხდება ამ ტესტის შედეგების გამოყენება”, - განაცხადა გაბუნიამ. 

ამავე თემაზე