2020-03-31 13:30:56
24 მილიონი ადამიანი ვერ გაექცევა სიღარიბეს - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის (The World Bank) ახალი ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური ფინანსური გავლენა იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში 24 მილიონი ადამიანი ვერ გაექცევა სიღარიბეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი ყველაზე ცუდი სცენარით ვარაუდობს, რომ თითქმის 35 მილიონი ადამიანი დარჩება სიღარიბეში, ხოლო შედარებთ უკეთესი სცენარით - 24 მილიონი ადამიანი.

WB პროგნოზირებს, რომ განვითარებადი აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2.1%-მდე შემცირდება, ნაცვლად 5.8%-იანი ეკონომიკურi ზრდისა, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა.

 

 

 

BMG

ამავე თემაზე