2020-03-30 19:42:53
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2845 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2845 ლარი ეღირება, ევრო – 3.6363 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0725 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 3.2896 ლარი ღირდა, ევრო – 3.6232 ლარი, ფუნტი – 4.0330 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 მარტს ამოქმედდება.

ამავე თემაზე