2020-03-30 14:27:39
შსს ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების გაჟონვაზე ინფორმაციას სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის საკითხს "დეტალურას სწავლობენ". 

საქმე ეხება გამოცემა ZDNet-ის ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, გარდაცვლილების პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა.

სტატიაში საუბარია ამომრჩეველთა ინფორმაციაზე, კერძოდ, გავრცელებულია ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. მათი თქმით, ინტერნეტში ჯამში 1,04 GB მოცულობის ინფორმაციამ გაჟონა.

ფაილი სულ 4 934 863 პირის მონაცემს მოიცავს, რადგან მათ შორის არიან გარდაცვლილებიც. ბოლო აღწერით, საქართველოს მოსახლეობა ჯამში 3,7 მილიონს შეადგენს. მათ შორის, არიან არასრულწლოვნები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.   

ამავე თემაზე