2020-03-30 11:52:47
Robert Bosch GmbH-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც დიაგნოზის დასმა 2,5 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია(ვიდეო)

Robert Bosch GmbH-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც დიაგნოზის დასმა 2,5 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. ტესტი კომპანიის მიერ შექმნილ მოლეკულური დიაგნოსტიკის პლატფორმა Vivalytic-ს იყენებს.აღნიშნული მოწყობილობა ჰოსპიტალებსა და ლაბორატორიებში სხვადასხვა დაავადების იდენტიფიცირებისთვის უკვე გამოიყენება.

ტესტი გერმანიაში, აპრილში იქნება ხელმისაწვდომი და საერთაშორისო ბაზარზეც გავა.

"ინფიცირებული პაციენტების ამოცნობა და იზოლაცია ბევრად სწრაფად მოხდება", — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ოფიცერმა ვოლკმარ დენერმა.

Roche-ს ტესტს დღეში 4 000-ზე მეტი ადამიანის შემოწმება შეუძლია.

აღნიშნულმა მოლეკულური დიაგნოსტიკის სწრაფმა ტესტებმა მსოფლიოს გარშემო 470 000 შემთხვევა დაადასტურა. ტესტი ინფექციის შესახებ დიაგნოზს ადამიანის ნიმუშზე ვირუსის ნუკლეინის მჟავის ძებნის შედეგად სვამს.

Bosch-ის სწრაფი ტესტი ექვს კვირაში შეიქმნა და მას ერთდროულად 10 რესპირატორული პათოგენის ამოცნობა 95% სიზუსტით შეუძლია.

მეცნიერები ასევე სისხლზე დაფუძნებული ტესტების სანდოობას განიხილავენ. აღნიშნული ტესტები მოლეკულურ ტესტებთან შედარებით ნაკლებად ზუსტია, მაგრამ იგი ბევრად იაფი და მარტივად დასამზადებელია. 

ამავე თემაზე